„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია განაახლეს

„რუსთავის აზოტმა“ მუშაობა შეაჩერა. 2000-მდე თანამშრომელი გაფიცულია. ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია „აზოტის“ თანამშრომლებმა დილიდან განაახლეს. წარმოების ცენტრალულ შესასვლელთან საპროტესტო აქცია მესამე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტს, მოთხოვნის შესრულებამდე არ შეწყვეტენ.

მოლაპარაკებები გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და უშედეგოდ დასრულდა. საწარმოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების პროცესში მედიატორებად რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძე და პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი ჩაერთნენ. გაფიცულმა თანამშრომლებმა, კატეგორიული უარი განაცხადეს საწარმოს ხელმძღვანელობის შეთავაზებაზე, დაბრუნებოდნენ სამუშაო ადგილებს და ერთი კვირის ვადაში აცნობებდნენ კონკრეტულად რამდენი პროცენტით შეძლებდნენ მათთვის ხელფასების გაზრდას.

სს „რუსთავის აზოტში“ ძირითადი პროდუქციის ამონიუმის გვარჯილისა და ნატრიუმის ციანიდის წარმოებაა შეჩერებული. გაფიცულები, სატვირთო მანქანებს სარეალიზაციო პროდუქციის გამოსატანად საწარმოს ტერიტორიაზე არ უშვებენ. საწარმოდან მხოლოდ ჟანგბადის ცისტერნები გამოდის, რომელითაც სამედიცინო დაწესებულებები მარაგდება.

იხილეთ ვიდეო:რუსთავის აზოტის მუშები აქციას განაგრძობენ

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ