კორონავირუსის გამო აჭარაში 37 კლასი ონლაინ რეჟიმში სწავლობს

კორონავირუსის გამო აჭარაში 37 კლასი ონლაინ რეჟიმში სწავლობს

აჭარაში კორონავირუსის გამო, 37 კლასი ონლაინ რეჟიმში სწავლობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 14 სკოლა ონლაინ რეჟიმში აგრძელებს სწავლას, ხოლო 10 საბავშვო ბაღი დაიხურა.

მათივე თქმით, რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3596-მა პირმა ჩაიტარა, აქედან "ფაიზერით" 2244 ადამიანი აიცრა , "ასტრაზენეკათი" - 1352.

უწყების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. საერთო ჯამში აჭარაში, კორონავირუსისგან 37 770 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო კრიტიკულად მძიმეა 8 პაციენტი, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.