რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

„ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ე.წ. მელიების წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მივიდნენ და ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

მათ ნიკა მელიას საკანთან ფერადი კვამლი გაუშვეს და სკანდირებდნენ: „თავისუფლება ნიკა მელიას!"

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დღეს ნიკა მელიას გათავისუფლებას არ ელოდნენ, აქცია კი მელიას გასამხნევებლად გამართეს.

„ილუზია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დღეს რაიმე ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რომ დღეს ნიკა მელია იქნებოდა თავისუფალი, თავშივე არ გვქონდა. ჩვენ აქ „ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული გუნდი მოვედით, რომ ნიკა მელია გავამხნევოთ და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. ადრე თუ გვიან ხელისუფლებას მოუწევს პოლიტიკური პატიმარი ნიკა მელიას გამოშვება“, - განაცხადა ნიკა ნოზაძემ.

იხილეთ ვიდეო:რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა