ტიტე აროშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე ანდრონიკაშვილისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის რესან კონცელიძისა და სერვისცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები და წინადადებები, შემდგომი რეაგირებისთვის, ადგილზევე ჩაინიშნეს.

„მოსახლეობამ, უმაღლესი საბჭოს წევრთან საუბრისას, ეზოების, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების მოწესრიგება-კეთილმოწყობაზე, საბავშვო ატრაქციონებით, მწვანე ნარგავებით უზრუნველყოფასა და რიგ სხვა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ჯანდაცვისა და სხვა პროგრამებს. აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სულაბერიძის ქუჩის რეაბილიტაცია.

ტიტე აროშიძემ შეხვედრის მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მოქალაქეებს, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობას დაჰპირდა'',- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა