ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, მობილური ახალგაზრდული მუშაკები გაჩნდებიან

„ახალგაზრდობის სააგენტო“, „გადავარჩინოთ ბავშვები“, „კონრად ადენაუერის ფონდი“ და „საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია“ ევროკავშირის პროგრამის „უნარები დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) ფარგლებში პროექტს, „უნარები წარმატებისთვის“ ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს.

„პროექტში ჩართული უწყებებისა და შერჩეული მონაწილეების გაცნობისა და შემდგომი თანამშრომლობის გზების დასახვის მიზნით, დღეს შეხვედრა, შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, სააგენტომ საქართველოს 4 სამიზნე რეგიონის (კახეთი, შიდა ქართლი, რაჭა–ლეჩხუმი & ქვემო სვანეთი და გურია) 10 მუნიციპალიტეტიდან 30 ადამიანი, ღია კონკურსის გზით შეარჩია, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციაციის მიერ მომზადებულ „მობილური ახალგაზრდული მუშაკის ტრენინგ-პროგრამას“ გაივლიან, რის შემდეგაც სააგენტო 20 მობილურ ახალგაზრდულ მუშაკს დაასაქმებს ადგილობრივ დონეზე.

თავის მხრივ, „მობილური ახალაგზრდული მუშაკები“ (Mobile Youth Workers) რეგიონულ დონეზე ახალგაზრდებს არაფორმალური და ფორმალურს გარე განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდებთან ინდივიდუალურ და ჯგუფური სამუშაოების გზით მათთვის საჭირო კომპეტენციებს გადასცემენ და ახალგაზრდული სერვისების განვითარებას შეუწყობენ ხელს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროექტი ასევე მოიცავს სატრენინგო მოდულებისა და ინოვაციური ლაბორატორიების შექმნას, გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფას, ადგილობრივ და საერთაშრისო ექსპერტებს შორის ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და დანერგვას, არსებული ციფრული ახალგაზრდული პლატფორმებისა და ინსტრუმენტების განვითარებას - Youth.platform.gov.ge განახლებას. ასევე სხვა ვებ-გვერდებისა და ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების ინტეგრირებას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის ყოველმხრივი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“