ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლებმა აქცია გამართეს. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნაა შრომითი პირობების გაუმჯობესება. აქციის მონაწილეების თქმით, გაწეული შრომის შესაბამისი ანაზღაურება არ აქვს, ამასთან კუთვნილი შვებულებითაც ვერ სარგებლობენ. ისინი ასევე ამბობენ, რომ 100-მდე დასაქმებული პირი საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ბიულეტენისთვის ანაზღაურებასაც ვერ იღებს.

„შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია არაერთხელ გავმართეთ, თუმცა ადმინისტრაცია არ რეაგირებს. ხშირად გვიწევს ზეგანაკვეთური მუშაობა, თუმცა მისი ანაზღაურება არ ხდება. დღეს გამაფრთხილებელი აქციაა",- აცხადებენ შეკრებილები.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს