ხელვაჩაურში, ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლებისთვის კორპუსების მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება

ხელვაჩაურში, ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლებისთვის კორპუსების მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე 582 ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს "ოცნების ქალაქის" მშენებლობა, რომლის მშენებლობის პირველი ფაზა აქტიურად ხორციელდება. დღესვე უკვე მეორე ფაზის შესაბამისი პროცედურები დაიწყება. პირველ ეტაპზე ვახდენთ 582 ოჯახის დაკმაყოფილებას, თუმცა ეს პროექტი გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო ოჯახიც არ იქნება დაკმაყოფილებული შესაბამისი ღირსეული საცხოვრისით და რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი იქნას მობილიზებული და გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო