თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ექვს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 20 მილიონი დაიხარჯება

აჭარაში ექვს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 20 მილიონი დაიხარჯება,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. იგი საქართველოს პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში თანაბრად განხორციელდება ეს პროექტი, რომელიც ნიშნავს, როგორც მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ახალი სივრცეების შექმნას, ახალი მიზიდულობის შექმნას. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდება ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა, მე ამისთვის მინდა ბატონ პრემიერს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომლებმაც, ძალიან მოკლე ვადებში შეძლეს ამ კონკრეტული პროექტის დაანონსება და უკვე დღეს, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, გამოცხადებულია შესაბამისი შესყიდვის პროცედურები“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა