მიხეილ სარჯველაძე - მეჩვენება, რომ ოპოზიცია კვლავ ცდილობს, კვლავ გააჩინოს პოლარიზების ბევრი მიზეზი დღის წესრიგში

მეჩვენება, რომ ოპოზიცია კვლავ ცდილობს, კვლავ გააჩინოს პოლარიზების ბევრი მიზეზი დღის წესრიგში, პოლიტიკურ არენაზე, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც 20 ივნისის მოვლენებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მსგავსი ინიციატივები შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

„ოპოზიცია ცდილობს რამენაირად ხელი შეუწყოს პოლარიზებას იმ პათოსის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ეფუძნება შეთანხმება. ნებისმიერი საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა, რასაც შეიცავს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება, მე ვფიქრობ, არის დესტრუქციული, არათავსებადი საქართველოს ინტერესებთან,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა