თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში უმოკლეს ვადაში მიწების რეგისტრაცია უნდა მოხდეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში უმოკლეს ვადაში მიწების რეგისტრაცია უნდა მოხდეს. თორნიკე რიჟვაძემ სარეგისტრაციო პროცედურების დასაწყებად სამთავრობო უწყებასა და მუნიციპალიტეტებს დავალებები გასცა.

„აქტუალური საკითხი, რომელიც ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება, გახლავთ შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურების დაჩქარება მიწებთან მიმართებაში. ამიტომ, მინდა დავავალო ყველა სამთავრობო უწყებას, მათ შორის მინდა ვთხოვო მუნიციპალიტეტების შესაბამის კომისიებს, რომ უმოკლეს ვადებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს მიწების რეგისტრაცია და ჩვენ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მოსახლეობას, რომელმაც გამოგვიცხადა ნდობა, არ შევუქმნათ ბარიერები, არ ვაწვალოთ და მაქსიმალურად მალე მოხდეს მათ განაცხადებზე რეაგირების მოხდენა. ვიმეორებ, რომ ეს პროცესი უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, კანონმდებლობით დადგენილი წესების მიხედვით",- განაცხადა რიჟვაძემ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა