აჭარაში წელს 2000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი უფასოდ დამუშავდება

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა წელსაც გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეუძლიათ.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში აჭარაში 2000 ჰა ფართობზე მეტი დამუშავდება.

„ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 700 ჰა ფართობი. ფერმერების ხელშეწყობის მიზნით ეს ინიციატივა შარშან პირველად, კოვიდპანდემიის დროს განხორციელდა. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს წელსაც ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ სახელმწიფოსგან ეს და სხვა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა