„ქვეყნის მასშტაბური განახლების“ პროგრამის ფარგლებში, აჭარის 6 მუნიციპალიტეტში 20 მლნ ლარი დაიხარჯება

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „ქვეყნის მასშტაბური განახლების“ პროგრამის თაობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, აჭარის 6 მუნიციპალიტეტში 20 მლნ ლარი დაიხარჯება. განხორციელდება ურბანული განახლება, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ პერსპექტივებს რეგიონში. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარაში შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი.

"აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში თანაბრად განხორციელდება ეს პროექტი, რაც ნიშნავს, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ახალი სივრცეების, მიზიდულობის შექმნას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი და უკვე დღეს, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, გამოცხადებულია შესაბამისი შესყიდვის პროცედურები", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პრესსამსახურის ცნობით, გრძელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

„დღეს ცხადდება ტენდერი ოცნების ქალაქის შემდგომი ეტაპის პროექტირებაზე. აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა და პირველ ეტაპზე 582 ოჯახი ახალ კომპლექში ბინებს მიიღებს.

ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, გრძელდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავება. წელს 2000 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდება შესაბამის აგროვადებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, უკვე დამუშავებულია 700 ჰექტარზე მეტი ფართობი და პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, პროგრამა აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

ასევე, დღეს მთავრობის სხდომაზე, თორნიკე რიჟვაძემ სამთავრობო უწყებებს მოუწოდა, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მოქალაქეების განაცხადებზე რეაგირება და დაჩქარდეს მიწების სარეგისტრაციო პროცესი.

,,მინდა დავავალო ყველა სამთავრობო უწყებას, მათ შორის მუნიციპალიტეტების შესაბამის კომისიებს, უმოკლეს ვადებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს მიწების რეგისტრაცია და მოსახლეობას, რომელმაც გამოგვიცხადა ნდობა, არ შევუქმნათ ბარიერები",- განაცხადა რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა