რუსლან აბაშიძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასთან და სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელ კოტე ბასარიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სასურსათო პროდუქტები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სააღდგომო ნობათი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სოციალური სოლიდარობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, დედ-მამით ობოლ არასწრულწლოვანებს, ომში დაღუპული მეომრების დედებსა და სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ.

მათივე ცნობით, სააღდგომო ნობათი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით პროგრამით განსაზღვრულ კატეგორიებზე მთელი საქართველოს მასშტაბით დარიგდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო