ე.წ. ოცნების ქალაქის მეორე ეტაპის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში მიმდინარე მასშტაბურ სოციალურ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ოცნების ქალაქის“ შემდგომი ეტაპის პროექტირებაზე კონკურსი ცხადდება და „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, პირველ ეტაპზე 582 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება, თუმცა პროექტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა ოჯახი საცხოვრებლით არ იქნება დაკმაყოფილებული.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა, რომლის პირველი ფაზა აქტიურად ხორციელდება. დღეს უკვე მეორე ფაზის შესაბამისი პროცედურების დაიწყება. პირველ ეტაპზე ვახდენთ 582 ოჯახის დაკმაყოფილებას, თუმცა პროექტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ბოლო ოჯახიც არ იქნება დაკმაყოფილებული შესაბამისი ღირსეული საცხოვრისით და უზრუნველვყოფთ, რომ შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი იქნას მობილიზებული და გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ე.წ "ოცნების ქალაქის" პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები პანდემიის დროსაც, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.

ე.წ "ოცნების ქალაქის" მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ეტაპი 582 ბინას მოიცავს. ე. წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ, იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო“,-აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო