გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად ალექსანდრე თევდორაძე დაინიშნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად ალექსანდრე თევდორაძე დაინიშნა.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ალექსანდრე თევდორაძეს აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

„ალექსანდრე თევდორაძე 2017 წლის იანვრიდან დღემდე იყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2013-2017 წლებში იკავებდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებში. იყო იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი. მანამდე კი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

ალექსანდრე თევდორაძემ 2004 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის, მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის სპეციალობით. 2005 წელს კი დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. არის ეკონომიკისა და ბიზნესის მაგისტრი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში