გრიგოლ ლილუაშვილი - ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიედ, არა ქვეყნის კეთილმოსურნე ძალების, არამედ დამნაშავე პიროვნებების უაპელაციოდ დაცვის მხარედ გვევლინება

ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ სამოქალაქო სექტორი — მადლობა ღმერთს, ყველა არა, თუმცა მათი ნაწილი, ნებსით თუ უნებლიედ, არა ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნე ძალების მხარეს, არამედ დამნაშავე პიროვნებების უაპელაციოდ დაცვის მხარედ გვევლინება, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გააკეთა.

“ეს ხშირ შემთხვევაში, აქეზებს, სტიმულს აძლევს და მოტივაციას უქმნის დანაშაულის განმეორებით ჩადენას და მოტივაციას უზრდის დანაშაულის ჩამდენ პირებს, რადგან რიგ შემთხვევებში, მათ დამცველებათ “უზარმაზარი რეპუტაციის” მქონე უფლებადამცველი ორგანიზაციები და კონკრეტული პირები ევლინებიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობასთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან რაც შეიძლება მეტი ახსნა-განმარტებითი დიალოგის წარმოება. უფრო მეტი ინფორმაციის მიცემა. არსებობს დახურული თემები, მაგრამ არსებობს თემები, რომელთა გახსნაც შეიძლება. ყოველთვის გამოვთქვამთ ურთიერთთანამშრომლობის მზაობას”, - განაცხადა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სუს-ის 2020 წლის საქმიანობას ანგარიშის განხილვისას.

ლილუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა, რის გარეშეც არაფერი გამოვა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, სუს-მა შეძლო “არაჩვეულებრივი ურთიერთობები დაემყარებინა რაციონალურ ექსპერტებთან, რომლებიც არ გამოირჩევიან ყალბი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და გააჩნიათ ხედვები ქვეყნის უსაფრთხოების უკეთესი ჩარჩოს ჩამოსაყალიბებლად“.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს