11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა და გაცნობით ხასიათს ატარებდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და დავით თვალაბეიშვილი, აგრეთვე სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი სელიმ ჩაკერი, აგრეთვე ფონდის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი.

ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ფონდის მისიის ყოფილ ხელმძღვანელს მერსედეს ვერა მარტინს გაწეული საქმიანობისა და საქართველოსთან წარმატებით დასრულებული პროგრამისთვის. მისი თქმით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდის მხრიდან დადებითი შეფასება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ვითარებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს უკვე განხორციელებული და ასევე მიმდინარე რეფორმები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის პროგრამის შესაბამისად განახორციელა. ასევე ყურადღება გამახვილდა მთავრობის ანტიპანდემიურ ღონისძიებებსა და ეკონომიკის სტიმულირების პროგრამებზე.

დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული თანამშრომლობა საქართველოსა და სავალუტო ფონდის სამომავლოდ გაგრძელდება და მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისკენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია