ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 26 წლის კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზიანება ხელის ზედა კიდურის არეში აქვს მიღებული.
ერთ-ერთი ვერსიით, სროლა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა სახლში ბრუნდებოდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"