„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები მეოთხე დღეა ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები მეოთხე დღეა ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. მათ საწარმოს ცენტრალური შესასვლელი აქვთ ბლოკირებული. 2000-მდე თანამშრომელი მეოთხე დღეა გაფიცულია, რამაც „აზოტის" წარმოების სრული გაჩერება გამოიწვია. დღეისათვის „რუსთავის აზოტში“ მხოლოდ ჟანგბადის საამქრო ფუნქციონირებს, საიდანაც სამედიცინო დაწესებულებების ჟანგბადით მომარაგება ხდება.

გაფიცული მუშები მოითხოვენ, მათი შრომითი ანაზღაურება დირექციამ მინიმუმ 50%-ით გაზარდოს და მეორე მოთხოვნაა, რომ საპროტესტო აქციების მონაწილე პირები სამსახურიდან არ გაათავისუფლონ.

აციის მონაწილეებთან ცოტა ხნის წინ, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მივიდა. ის გაფიცულ მუშებს დირექციასთან მოლაპარაკების პროცესში მედიატორის სახით ჩართვას დაპირდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტს, მოთხოვნის შესრულებამდე არ შეწყვეტენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა