ზუგდიდში დაჭრილი მამა შვილის ადვოკატი - რაიმე გამაფრთხილებელი გასროლა ან სიტყვიერი გაფრთხილება არ ყოფილა - ადამიანი უკვე დაკავებულია და მას ტყვია ესროლო, ყოველგვარ ზღვარს სცილდება

ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაჭრილი მამა-შვილის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაჭრილი მამა-შვილის ადვოკატმა განუცხადა.

ადვოკატ ბაჩუკი ყურაშვილის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე იკითხება მამა, ხოლო შემდეგ მოხდება შვილს დაკითხვა.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენების მიხედვით ახალგაზრდა მამაკაცს მცირე რაოდენობით უაქციზო სიგარეტი ჰქონდა, თუმცა დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია და სროლის აუცილებლობა არ იყო.

"საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ახლა მამა იკითხება, დაიკითხება ასევე შვილი. მომხდართან დაკავშირებით ისინი მიაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს. ამბობენ იმასაც, რომ შვილს ჰქონდა სიგარეტი, თუმცა არა იმ ოდენობით რაზეც საუბრობენ, რომ თითქოსდა გადმოჰქონდათ დიდი ოდენობით სიგარეტი, მე როგორც გავიგე, დაახლოებით, 15 ყუთზეა საუბარი, რაც შეუძლებელია ერთმა ადამიანმა გადმოზიდოს. მომხდართან დაკავშირებით კი აღნიშნეს, რომ უკვე დაკავებული იყვნენ და ამის შემდეგ მოხდა გასროლა, მანამდე არც რაიმე გამაფრთხილებელი გასროლა ან სიტყვიერი გაფრთხილება არ ყოფილა. არც იყო გასროლის საჭიროება. ადამიანი უკვე დაკავებულია და მას ტყვია ესროლო, ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება და ამაზე მიდის გამოძიება. პირველი შვილი დაიჭრა, შემდეგ - მამა. ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრობს მამა, რომ ის ნაცემია. ექსპერტიზა ჩატარდება და დადგინდება თუ რა ზიანი მიადგა მას",- განაცხადა ბაჩუკი ყურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გასროლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო