მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო საფრანგეთის მთავრობისგან გრანტის სახით 300 ათას ევროს მიიღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს საფრანგეთის მთავრობა, გრანტის სახით, 300 ათას ევროს გადასცემს.

როგორც საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა შპს „დმანისის მეცხოველეობის" ფრანგულ-ქართული ფერმის გახსნის ღონისძიებაზე, განაცხადა, აღნიშნული საგრანტო პროგრამა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება.

„ჩვენ გამოვყოფთ 300,000 ევროს ოდენობის საგრანტო დაფინანსებას მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს მხარდაჭერისათვის. აღნიშნული საგრანტო პროგრამა ხორციელდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიწის მართვა წარმოადგენს საკუთრების უფლებების წარმატებით დაცვის გარანტს და კერძო ინვესტიციებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. საფრანგეთი გამოხატავს მზაობას და მხარდაჭერას, რათა უკეთესი მომავლის შექმნა იქცეს რეალურ შესაძლებლობად”, - განაცხადა დიეგო კოლსმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის მიერ გამოყოფილი გრანტი მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შესაძებლობების გაძლიერებას მოხმარდება.

„ტექნიკური დახმარება ითვალისწინებს საფრანგეთის მიწის სააგენტოს და სხვა წარმატებული ევროპული პრაქტიკის გაზიარებას და საქართველოში დანერგვის ხელშეწყობას. თანამშრომლობის ძირითად სფეროებად განსაზღვრულია: მიწის რესურსების აღრიცხვა, მიწის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბება, მიწების კონსოლიდაცია, მიწათსარგებლობის მონიტორინგი და სხვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეები თანამშრომლობის კონკრეტულ დეტალებზე, ფორმატსა და დღის წესრიგზე შეთანხმდებიან. სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, პროექტში გაიწერება ის მიმართულებები, რომელთა გაძლიერებაც გრანტის სახით მიღებული ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო საფრანგეთის მთავრობისგან გრანტის სახით 300 ათას ევროს მიიღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს საფრანგეთის მთავრობა, გრანტის სახით, 300 ათას ევროს გადასცემს.

როგორც საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა შპს „დმანისის მეცხოველეობის" ფრანგულ-ქართული ფერმის გახსნის ღონისძიებაზე, განაცხადა, აღნიშნული საგრანტო პროგრამა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება.

„ჩვენ გამოვყოფთ 300,000 ევროს ოდენობის საგრანტო დაფინანსებას მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს მხარდაჭერისათვის. აღნიშნული საგრანტო პროგრამა ხორციელდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიწის მართვა წარმოადგენს საკუთრების უფლებების წარმატებით დაცვის გარანტს და კერძო ინვესტიციებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. საფრანგეთი გამოხატავს მზაობას და მხარდაჭერას, რათა უკეთესი მომავლის შექმნა იქცეს რეალურ შესაძლებლობად”, - განაცხადა დიეგო კოლსმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის მიერ გამოყოფილი გრანტი მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შესაძებლობების გაძლიერებას მოხმარდება.

„ტექნიკური დახმარება ითვალისწინებს საფრანგეთის მიწის სააგენტოს და სხვა წარმატებული ევროპული პრაქტიკის გაზიარებას და საქართველოში დანერგვის ხელშეწყობას. თანამშრომლობის ძირითად სფეროებად განსაზღვრულია: მიწის რესურსების აღრიცხვა, მიწის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბება, მიწების კონსოლიდაცია, მიწათსარგებლობის მონიტორინგი და სხვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეები თანამშრომლობის კონკრეტულ დეტალებზე, ფორმატსა და დღის წესრიგზე შეთანხმდებიან. სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, პროექტში გაიწერება ის მიმართულებები, რომელთა გაძლიერებაც გრანტის სახით მიღებული ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია