ბადრი ჯაფარიძე - „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანა მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება

ვიმსჯელეთ იმაზე, რომ არც ერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს ჩვენი მხრიდან ჩართულობის გარეშე განხილული არ იქნება, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია და რიგი ცვლილებები მათი მხრიდან აღარ შევა.

“ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია და რიგი ცვლილებები ჩვენი მხრიდან აღარ შევა.

ჩვენ ვიმსჯელეთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელისმოწერის შემდეგ საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით კოორდინაციაზე. იმაზე რომ სამშაბათს, ამნისტიის შესახებ კანონზე ბიუროზე იქნება მსჯელობა. ვიმსჯელეთ იმაზე, რომ არც ერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს ჩვენი მხრიდან ჩართულობის გარეშე განხილული არ იქნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ დაჩქარებული ფორმით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ სანქციების გამკაცრებისკენ ცვლილებების შეტანა, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

„ჩვენ მოვითხოვთ პრეზიდენტისგან, რომ ვეტო დაადოს ამ ცვლილებებს, რადგან ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა ამ კანონპროექტზე ცალსახად გამოხატეს აღშფოთება. ასე დაჩქარებული ფორმით ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა სანქციების გამკაცრებისკენ, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო