,,რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობასთან, გაფიცული მუშებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხზე,  ექვს საათზე მეტია მოლაპარაკებები მიმდინარეობს

,,რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობასთან, გაფიცული მუშებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხზე, ექვს საათზე მეტია მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

დირექციასთან მოლაპარაკების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ცოტა ხნის წინ ადგილზე ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი მივიდა.

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები მეოთხე დღეა ხელფასების 50 %-ით გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ, მათ საწარმოს ცენტრალური შესასვლელი აქვთ ბლოკირებული. 2000-მდე თანამშრომელი მეოთხე დღეა გაფიცულია, რამაც ,,აზოტის" წარმოების სრული გაჩერება გამოიწვია. დღეისათვის ,,რუსთავის აზოტში“ მხოლოდ ჟანგბადის საამქრო ფუნქციონირებს, საიდანაც სამედიცინო დაწესებულებების მომარაგება ხდება. გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნა - ხელფასის 50%- ით გაზრდაზე არ სრულად არ დაკმაყოფილდება, შესაძლოა ჟანგბადის საამქროც გააჩერონ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მათი შრომითი ანაზღაურება დირექციამ მინიმუმ 50 %-ით გაზარდოს და მეორე მოთხოვნაა, რომ საპროტესტო აქციების მონაწილე პირები სამსახურიდან არ გაათავისუფლონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა