ტყიბულში უფასო სასადილოს ბენეფიციარების ნაწილი მომსახურების ხარისხს და კვების რაციონს აპროტესტებს

ტყიბულში უფასო სასადილოს ბენეფიციარების ნაწილი მომსახურების ხარისხს და კვების რაციონს აპროტესტებს.

მათი თქმით, მინიმალური ოდენობით საკვებ პროდუქტს იღებენ, კვირას და დღესასწაულებზე კი ამ ნობათის გარეშე რჩებიან.

ბენეფიციარები ამბობენ, რომ უფასო სასადილო მათი ერთადერთი საარსებო საშუალებაა და ამიტომ კვებას ყოველდღიურად მოითხოვენ.

რაც შეეხება სააღდგომოდ გაცემულ ნობათს, ბენეფიციარები განმარტავენ, რომ ორი დღის ორი პასკა და ათი კვერცხი დაურიგეს.

უფასო სასადილოს ხარისხით კმაყოფილია ნებეფიციართა ნაწილი, თუმცა ამბობენ, რომ სასურველია მომსახურება ყოველდღე იყოს.

ბრალდებებს არ იზიარებს სასადილოს წარმომადგენელი და ამბობს, რომ ისინი არსებული პროტოკოლით მუშაობენ, რაც შეეხება საკვებს, ის ხარიახიანად მზადდება.

უფასო სასადილოში 110 ბენეფიციარია დარეგისტრირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა