გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. გუშინ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ოთხი სოფელი დააზიანა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სოფელ კაჭრეთში, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები და ერთწლოვანი კულტურები. ასევე დაზიანებულია 150-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ ამინდი გაუარესდა, ღამეს სახლში ვერ გაათევენ.

გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, მოსახლეობას პირველ ეტაპზე სახურავებს დროებითი გადაუხურავენ. ზარალის დათვლის შემდეგ კი გადაწყდება რა სახით დაეხმარებიან დაზარალებულ სოფლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა