"რუსთავის აზოტის“ გაფიცული თანამშრომლები საწარმოს ხელმძღვანელობის შეთავაზებას არ დათანხმდნენ

"რუსთავის აზოტის“ გაფიცული თანამშრომლები საწარმოს ხელმძღვანელობის შეთავაზებას არ დათანხმდნენ. საწარმოს ხელმძღვანელობასთან საინიციატივო ჯგუფის წევრების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, სადაც ,,აზოტის“ მენეჯმენტმა აქციის მონაწილეებს საკუთარი შეთავაზება გააცნო.

დირექცია საწარმოში დასაქმებულებს, რომელთა დარიცხული შრომითი ანაზღაურება 1000 ლარამდეა, ხელფასის 250 ლარით გაზრდას სთავაზობს, 1000-დან 1500 ლარამდე დარიცხული ხელფასის მქონეებს კი 125 ლარით გაზრდას. ამასთანავე, საწარმოს ხელმძღვანელობა მზად არის მათ სააღდგომოდ 50 ლარი დაურიცხოს და განაცდური დღეების თანხა არ ჩამოაჭრას, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ აქციის მონაწილეეები სამუშაო ადგილებს დღესვე დაუბრუნდებიან და მუშაობას განაახლებენ.

საწარმოს დირექციის შეთავაზება საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აქციაზე მყოფებს ცოტა ხნის წინ გააცნეს, თუმცა ისინი ამ შეთავაზებას არ თანხმდებიან და კვლავ მოითხოვენ, რომ ანაზღაურება 50%-ით გაეზარდოთ.

"რუსთავის აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, მეხუთე დღეა მიმდინარებს. 2000 თანამშრომელი გაიფიცა და ქარხანა გაჩერდა, ამ დროისთვის მხოლოდ ჟანგბადის საამქრო აგრძელებს მუშაობას.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“