რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მუნიციპალურ მოხუცთა სახლის ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პირველ მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესთან ერთად, მუნიციპალურ მოხუცთა სახლ"ქსენონს“ ესტუმრა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოხუცთა სახლის ბენეფიციარებს, ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

„წინასააღდგომო დღეებში, ტრადიციულად ვესტუმრეთ მოხუცთა სახლს. ჩვენს ტკბილ მოხუცებს მივულოცეთ ბრწყინვალე დღესასწაული და ტკბილეული მივუტანეთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ტრადიციული სააღდგომო კალათი, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ გმირთა ოჯახებს, ვეტერანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრების, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისა და საქართველოს კარიტასის ბავშვთა ტრანზიტორული ცენტრის აღსაზრდელებს, მუნიციპალური თავშესაფრის ბენეფიციარებს და ქალაქში არსებული უფასო სასადილოებით მოსარგებლე პირებს, სულ 2726 რუსთაველს გადაეცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა