ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში 55 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში 55 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, პაციენტს კორონავირუსი 23 აპრილს დაუდასტურდა და მდგომარეობა უსიპტომოდ მიმდინარეობდა.

სამინისტროს ცნობით, შესაბამისი უწყებები ფაქტს სწავლობენ.

"გარდაცვლილია 55 წლის ქალი, რომელსაც თავიდან აღენიშნებოდა რამდენიმე დღიანი ცხელების ანამნეზი. 23 აპრილს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, 24 აპრილს მოთავსდა ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში. 26 აპრილს ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები. პაციენტის ბოლო 3 დღე იყო უსიმპტომო. შესაბამისად, გუშინ, 21.30 საათზე სასტუმროში ბოლო სამედიცინო შემოვლისას პაციენტი იყო სტაბილურად, სიმპტომების გარეშე. დღეს, 12:00 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი. შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება ფაქტის შესწავლა და გარდაცვალების მიზეზის დადგენა",- აცხადებენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა