გოჩა ენუქიძემ ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში მრავალშვილიან და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში მრავალშვილიან და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს სააღდგომო ნობათი, მხარის რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს, დეპუტატმა აღდგომის ბრწყინავალე დღესასწაული, ასევე მიულოცა დამსახურებულ პედაგოგებს, კულტურის სფეროს გამორჩეულ მოღვაწეს, ხანდაზმულ მეეზოვეს, შვილმკვდარ დედას და რეგიონის უხუცესებს.

ამასთან, გოჩა ენუქიძის განცხადებით, რეგიონის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს სააღდგომო ნობათი ეტაპობრივად უკვე გადაეცათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა