"ენმ"-ს წევრის ელგუჯა ბაგრატიონის სასამართლო პროცესი 14 მაისამდე გადაიდო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ელგუჯა ბაგრატიონი გუშინ ურეხის სასაფლაოებთან დააკავეს.

როგორც ელგუჯა ბაგრატიონმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, სასაფლაოებთან მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა და იგი ტერიტორიაზე შესვლას არ ითხოვდა.

ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, მას პოლიციელებთან კამათი მას შემდეგ მოუვიდა, როცა სასაფლაოზე 12 თებერვალს გარდაცვლილი 25 წლის მეხანძრე-მაშველის თორნიკე კიპაროიძის ცოლი არ შეუშვეს.

"ურეხის სასაფლაოსთან მონიტორინგის მიზნით ვიმყოფებოდი, სადაც შემთხვევით შევნიშნე, რომ დაღუპული მეხანძრე- მაშველის მეუღლე იყო და სასაფლაოზე შესვლას ითხოვდა. ამ ქალის მხრიდან, ჯერ თხოვნა იყო შემდეგ ის ტიროდა. ხელვაჩაურის პოლიციის საამმართველოს უფროსის მოადგილე შოთა ბაღიაშვილი, რომელიც ესებუა-გალდავას კლასტერია იგი მეხანძრე-მაშველის ცოლს ცინიკურად ეუბნებოდა, რომ აკრძალვა ყველაზე ვრცელდება. ასეთმა საუბარმა, ჩემი პროტესტი გამოიწვია, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ მაღალჩინოსანს დავპირდი, რომ ქალისადმი ასეთი შეურაცხყოფის ფაქტს, ტელევიზიების თანდასწრებით ვიტყოდი და შესაბამისად ველოდებოდი მედიასაშუალებებს და იქვე წყლის დასალევად გადავაადგილდი. ამ დროს ბაღიაშვილმა პოლიციელბს ჩემი დაკავება უბრძანა. პოლიციის განყოფილებაში გადამიყვანეს, იქ მითხრეს, რომ 2000 ლარით დავჯარიმდი, სინამდვილეში სასაფლასთან არ ვაპირებდი შესვლას. მე პოლიციაზე დამორჩიელბას მედავებიან. სასამართლო, ოქმებისა და მტკიცებულებების არ ქონის გამო, 14 მაისამდე გადაიდო“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა