ქუთაისში "გვირილობა" აღნიშნეს

ქუთაისში "გვირილობასთან" დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ბაგრატის საკათედრო ტაძარში, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ, მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ქუთაისი დალოცა.

მათივე ცნობით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამი ოთარის ძეგლი ყვავილებით შეამკო.

"ქუთაისს უყვარს და ახსოვს ოთარ მამფორია, ოთარ ქორქია და ოთარ სულაბერიძე. სამი ოთარის ძეგლის პატივგება "გვირილობის" ერთ-ერთი ლამაზი ტრადიციაა და ამით ჩვენი ქალაქის ღირებულებებსაც მივაგებთ პატივს“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ამასთან, ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ბაგრატის საკათედრო ტაძარში, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ, მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ქუთაისი დალოცა.

ქუთაისი მერიის ცნობით, ქალაქის ცენტრალურ ბაღში ბავშვთა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნახატების და ფოტო-გამოფენა "ქუთაისის ბულვარი" გაიმართა.

„ აქვე, გიმნაზიელი გოგონები მოქალაქეებს სიმბოლურად გვირილებს ურიგებდნენ. "გვირილობის" ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა