ბათუმში, კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსის შედეგად 34 წლის ქალი გარდაიცვალა. იგი კლინიკა "ბმს“-ში მკურნალობდა.

ექიმების ინფორმაციით , პაციენტს თირკმლის უკმარისობა და პნევმონია აღენიშნებოდა.

ექიმების თქმით, თანმდევი დაავადებების სირთულის გამო, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"გარდაიცვალა 34 წლის ქალი. კლინიკა ''ბიემსიში'' შემოვიდა 8 აპრილს კოვიდ დადასტურებული. ანამნეზში აღენიშნებოდა ეპილეფსია, გადატანილი მენინგიტი, თირკმლის უკმარისობა, პნევმონია.

პაციენტს მკურნალობა რეანიმაციის განყოფილებაში უტარდებოდა, სადაც განუვითარდა თავის ტვინის ინფარქტი, ქვემო კიდურების ღრმა სისხლძარღვების ფლებიტი და თრომბოფლებიტი. მიუხადავად ჩატარებული ადეკვატური მკურნალობისა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხადეს უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა