"რუსთავის აზოტის" თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

სს „რუსთავის აზოტმა“ მუშაობა განაახლა. საწარმოს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

,,აზოტში“ დასაქმებულები დათანხმდნენ ადმინისტრაციის მხრიდან ორი დღის წინ შეთავაზებულ წინადადებას ხელფასების ნაწილობრივ გაზრდასთან დაკავშირებით. ერთკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საწარმოს ხელმძღვანელობა, მათ, ვისაც ხელფასი 1000 ლარზე ნაკლები აქვს, შრომით ანაზღაურების 250 ლარით გაზრდას, ხოლო მათ, ვისაც 1000 ლარზე მეტი - 125 ლარით მომატებას დაჰპირდა.

ინფორმაციისთვის, ,,რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქციები 26 აპრილს დაიწყეს, 28 აპრილს კი 2000 ადამიანი გაიფიცა, რამაც საწარმოს გაჩერება გამოიწვია. აქციის მონაწილეებს საწარმოს შესასვლელი ბლოკირებული ჰქონდათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა