სოფელ უჯარმასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

სოფელ უჯარმასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

გომბორის გადასახვევთან, სოფელ უჯარმასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ორი ახალგაზრდა, ხოლო 4 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.