სოფელ დოესში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველთა თქმით, სოფლის ცენტრში, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა საპირისპიროდ მოძრავ ,,ჰონდას" მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ,,მერსედესის" მძღოლი და მეორე ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მერსედესს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მართავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა