„გვირილობის“ კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

„გვირილობის“ კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, პარლამენტარების ზაზა ლომინაძისა და გივი ჭიჭინაძის მონაწილეობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოქროს ჩარდახში“ ის ადამიანები დააჯილდოვა, რომლებსაც ქუთაისის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება 10 გამორჩეულ პიროვნებას მიენიჭა .

„ვაგრძელებთ წლების მანძილზე დამკვიდრებულ ტრადიციას და დღეს კიდევ 10 ჩვენს თანაქალაქელს მივანიჭეთ საპატიო ქუთაისელის ტიტული. თითოეულმა მათგანმა, თავიანთი საქმიანობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქუთაისის ცხოვრებაში. ისინი დღესაც ჩვენს გვერდით დგანან და ერთად გავაგრძელებთ ჩვენს ქალაქზე ზრუნვას. ვულოცავ ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს ამ აღიარებასა და დაფასებას! ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ მათ!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა