სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს

სინერჯი ჯგუფი თავის კერძო კაპიტალის (სინერჯი კაპიტალი) ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იწვევს იურიდიულ პირებს, რომლებიც შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ:

  • უნდა ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტებით დათვლილი კაპიტალის მოცულობა მილიონ ლარზე მეტი;
  • უნდა ჰქონდეს ამ ოპერაციებისათვის განკუთვნილი თანხა, მინიმუმ 300,000 ლარის ოდენობით;
  • უნდა აინტერესებდეს მისი ოპერაციული საქმიანობის მომგებიანობის მნიშვნელოვანი გაზრდა;
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს უნარი, სწრაფად იღებდეს ინვესტიციის განხორციელებაზე გადაწყვეტილებას;
  • უნდა აინტერესებდეს მსგავსი ტიპის ოპერაციებში გამოცდილების და კომპეტენციის დაგროვება.

სინერჯი ჯგუფი 1999 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია აქტიურად არის ჩართული ქვეყნის უდიდესი კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილის, წამყვანი ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, ფარმაცევტული და სხვა სავაჭრო საცალო ქსელების, ბევრი წარმოების ზრდასა და განვითარებაში.

2018 წლის აპრილში სინერჯი ჯგუფმა სინერჯი კაპიტალი დააარსა, რომლის საშუალებითაც კერძო კაპიტალის ოპერაციების განხორციელება დაიწყო. დღეს კომპანია 20-50% წილებს ფლობს 15 ორგანიზაციაში როგორც წარმოების, ისე ვაჭრობის და მომსახურების სფეროში და აქტიურად არის ჩართული მათ განვითარებაში. სინერჯი ჯგუფი “სინერჯი კაპიტალის” პორტფელური კომპანიების რაოდენობას მუდმივად ზრდის. წელს 10-მდე ახალი შესყიდვაა დაგეგმილი ამ კუთხით.

სინერჯისთან ერთად კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობით დაინტერესებულ იურიდიულ პირებს დეტალების დასაზუსტებლად შეუძლიათ პირდაპირ დაეკონტაქტონ კომპანიის მმართველ პარტნიორს პაპუნა ტოლიაშვილს, papuna@synergy.ge

(R)

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!