საბურთალოს რაიონში სხვადასხვა სახის 55 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 55 პროექტი მიმდინარეობს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 615 504 ლარია გამოყოფილი.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები 9 მისამართზე ხორციელდება. კედლები და ჭერი გაილესება და შეიღებება. სადარბაზოს რემონტი ხუთ მისამართზე უკვე დასრულდა. 21 ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ლიფტების კაბინები, ბაგირი და ელექტროძრავა განახლდება. 17 ლიფტი კი, უკვე შეკეთდა.

„წყალარინების ქსელი რეაბილიტირდება 7 მისამართზე, შეიცვლება მილები და ჭები. ოთხ მისამართზე დასრულდა სამუშაოები. სახურავის შეკეთება ცხრა მისამართზე მიმდინარეობს. 5 მისამართზე ქანობიანი, ხოლო - 2 მისამართზე ბრტყელი სახურავი რეაბილიტირდა. აგრეთვე, მოწესრიგდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გამგეობის მიერ სამუშაოები 100%-ით ფინანსდება. პროექტების ღირებულების 5% ან 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე თავსდება, რომელსაც შემდგომ ამხანაგობა საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“