აჭარაში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 8 დაწესებულებაში, მათ შორის 2 პოლიკლინიკაში დაიწყო

აჭარაში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 8 დაწესებულებაში, მათ შორის 2 პოლიკლინიკაში დაიწყო.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციის ჩასატარებლად წინასწარ მედიკოსების გადამზადება მოხდა.

"ჩვენს ქვეყანაში "სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყო, რა თქმა უნდა, პროცესი აჭარის რეგიონშიც მიმდინარეობს. აჭარაში 8 დაწესებულებაა, სადაც "სინოფარმით" ვაქცინაცია მოხდება, მათ შორის ორი პოლიკლინიკაა. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისთვის თითოეულ მუნიციპალოტეტში შესაბამისი სამედიცინო ცენტრებია.

ამ დროისათვის 70-ზე მეტი პირია აცრილი და რაიმე გართულება არ ყოფილა, სამედიცინო პერსონალი გადამზადებულია და ფლობენ ინფორმაციას, როგორც ვაქცინის ადმინისტრორების წესთან დაკავშირებით, ასევე შესაძლო გვერდით მოვლენების მართვასთან დაკავშირებით. ზოგადად "ფაიზერით" ვაქცინაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიდმინარეობს, ასევე სამიზნე ჯგუფებში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია ხორციელდება. დღეის მდგომარეობით "სინოფარმზე " 1150 ჯავშანი იყო,“ -აღნიშნა მან.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა რეგიონში არსებული ეპიდსიტუაციაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ინფიცირების უეცარი მატება არ ფიქსირდება

"აჭარაში ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი გასული 24 საათის განმავლობაში 6 პროცენტია, თუმცა 14 -დღიანი ინფიცირების მაჩვენებელი 5 პროცენტის ფარგლებშია. ეს არის სტაბილურად მაღალი და საყურადღებო დონე. ჩვენ არა გვაქვს შემთხვევების უეცარი მატება, თუმცა ეს არ ნიშნავს მომდევნო პერიოდში არ გვქონდეს, ეს იმაზეა დამოკიდებული როგორ დავიცავთ უსაფრთხოების ყველა ზომას,“- განაცხადა ნიჟარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო