გორში სახალხო დღესასწაული „ოქონობა“ აღინიშნება

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, გორში სახალხო დღესასწაული „ოქონობა“ აღინიშნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან ცნობეს.

მათივე ცნობით, ოქონის ტაძარში სადღესასწაულო წირვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა. წირვის შემდეგ მეუფე ანდრიამ ქალაქი დალოცა და ქუჩებში მსვლელობა გაიმართა.

გორის მერიის ინფორმაციით, დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ესწრებოდა.

„დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი 1991 წელს ქართულ–ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს.

დღესასწაულის აღნიშვნის მივიწყებული ტრადიცია ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს