„ქუთაისის უნივერსიტეტსა“ და „ავსტრიის ბურგენლენდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის უნივერსიტეტსა და ავსტრიის ბურგენლენდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის უნივერსიტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ განამტკიცონ და განავითარონ მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს ადმინისტრირების, ტურიზმის მენეჯმენტის, ეკონომიკის და ფინანსების სფეროში. ასევე დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი სემინარები თუ კონფერენციები, სტუდენტების თუ აკადემიური პერსონალის მობილობა, სამეცნიერო კვლევით პროექტებში მონაწილეობა და ინფორმაციის/გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

„აღსანიშნავია, რომ არსებული პარტნიორობის საფუძველზე ავსტრიის ბურგენლენდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში უკვე, იმყოფება ტურიზმის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა