საერთაშორისო გადაზიდვებზე დასაქმებულმა მძღოლებმა აქცია გამართეს

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, საერთაშორისო გადაზიდვებზე დასაქმებულმა მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც შეკრებილებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი თურქეთიდან ტრასპორტირების ნებართვის მოპოვებას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში აღნიშნული პროცედურის გავლა რთულია და ვის ეძლევა ნებართვა დაუდგენელია.

აქციის მონაწილეების თქმით, მძღოლების ნაწილს დატვირთული ტრაილერები უკვე გაჩერებული აქვს და ითხოვენ გადაადგილებას, რადგან დატვირთული საქონელი ფუჭდება.

აქციის მონაწილეების თქმით, ყაზახეთში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ოთხი ათასი ლარით უკვე დააჯარიმეს.

თავის მხრივ, სახმელეთო ტრასპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ყაზახეთში დაჯარიმებულ მძღოლებთან დაკავშირებით უწყება მუშაობს.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა