ფოთში იმუნიზაციის პროცესი დაიწყო

ფოთში იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. ვაქცინაცია „ევექსის" კლინიკების ფოთის პოლიკლინიკაში ტარდება. პოლიკლინიკის მენეჯერის ნანა ლემონჯავას თქმით, დღეისათვის ფოთის პოლიკლინიკაში ჩინური ვაქცინა „სინოფარმით" 32 ადამიანი აიცრება.

„დავიწყეთ ვაქცინაციის პროცესი. დღეს გვაქვს 32 ჯავშანი“სინოფარმის“ ვაქცინაზე. ჩვენი მედპერსონალი გადამზადებულია ვაქცინაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებითა და ტრენინგებით. კლინიკა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და მედიკამენტით, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული ვაქცინაციის შემდგომი გართულების შემთხვევაში“, - განაცხადა ფოთის პოლიკლინიკის მთავარმა მენეჯერმა ნანა ლემონჯავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო