რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის განცხადებით, 3 დღეში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ვაქცინაციის პროცესში ჩართვას შეძლებენ

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, სამ დღეში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ვაქცინაციის პროცესში ჩართვას შეძლებენ.

ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ბურჯანაძემ განმარტა, რომ სფეროში დასაქმებული ადამიანი ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა, როგორც სახელმწიფოსგან, ისე კერძო სტრუქტურებიდან გარკვეული ბენეფიტი მიიღოს.

„ეს ფაქტი მისასალმებელია, ახლა უკვე მენეჯმენტის საკითხია. დაახლოებით სამ დღეში სფეროს წარმომადგენელს, ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთოს. სამ დღეში დაიწყება ვაქცინაცია იმ ადამიანების, რომლებიც ამ სფეროში არიან. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ჩემი სუბიქტური აზრია, ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია და ეს არის ერთადერთი გადარჩენა. ასევე გაჟღერდა ადამიანებისათვის, ვისთვისაც შესაძლებელია და ვისაც სურვილი ექნება, გარკვეული ბენეფიტები მიიღოს როგორც სახელმწიფოსგან, ისე კერძო სტრუქტურებისგან. ჩემი კონკრეტული ინიციატივა იქნება, რომ არა მარტო ჩვენს თანამშრომელს, არამედ ნებისმიერ ადამიანზე განვახორციელოთ ეს იდეა, ვინც ვაქცინირებული იქნება. რაც შეეხება ბენეფიტებს, ჯერჯერობით იდეა არსებობს, მუშაობს სახელმწიფო და თავად წარადგენენ ამის შესახებ. ბენეფიტებს მიიღებს ის კომპანიები, რესტორნები და სასტუმროები, რომლის თანამშრომლების 60%-დან 80-%-მდე იქნება აცრილი“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დარგის წარმომადგენლების აცრა "ასტრაზენეკას", "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინით იგეგმება.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტულ სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს