ახალსოფელში კაცი დაჭრეს

ახალსოფელში კაცი დაჭრეს

ყვარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში 50 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ადგილობრივების ინფორმაციით,სავარაუდო დამნაშავე და დაჭრილი ახლო მეგობრები იყვნენ და მომხდარის შესახებ არ საუბრობენ.

კაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციას საჭიროებს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.