თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლის შემთხვევაში პარლამენტში თავადაც შევიდეს

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ საბოლოოდ პარლამენტში შევიდეს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ „ყველამ ერთად პარლამეტში არშესვლის გადაწყვეტილება მიიღოს და ადგილობრივი არჩევნებისთვის სხვაგვარი მომზადება მოხდეს“.

ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ კითხვაზე, ხომ არ შეიცვალა პოზიცია შარ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით და გაუარა თუ არა გაბრაზებამ კოლეგებთან დაკავშირებით, ჩარკვიანი ამბობს, რომ „პირიქით“.

„ჩემი ღელვა დამტკიცდა. მთელი რიგი ხარვეზებია და ბუნდოვანებით სავსე დოკუმენტია. დღეს რა მდგომარეობაც მივიღეთ, გახლავთ პოლიტპატიმარი ნიკა მელია ციხეში. ოპოზიციამ იჩქარა და დიდი შეცდომა მოუვიდა. ეს ყველაზე რბილი ნათქვამია. უარესს ვფიქრობ გარკვეულ ადამიანებზე, უბრალოდ არ ვამწვავებ. შეცდომა მოუვიდათ, ამ შეცდომას კი ისეთი მავნებლური ოლიგარქიული ხელისუფლება როგორც „ოცნებაა“, რა თქმა უნდა, გამოიყენებდა და გამოიყენეს“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი შარლ მიშელის დოკუმენტს კვლავ კრიტიკულად აფასებს და „საჭურის დოკუმენტს“ უწოდებს.

„პრეტენზია არ მაქვს ბატონ შარ მიშელთან იმიტომ, რომ მედიაციამ შეასრულა თავის როლი. პასუხისმგებლობა ავიღოთ ერთადო - მომიტევეთ, მაგრამ ვინც ამ საჭურის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პასუხისმგებლობაც მან უნდა აიღოს, ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმ ოპოზიციის ნაცვლად, ვინც პოლიტპატიმარი ციხეში ჩატოვა და ამნისტიით გამოდიან დამნაშევეები“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ამასთან, თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა მიხეილ საააკშვილის მოწოდებას „ნაციონალური მოძრაობისადმი“, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემთხვევაში პარლამენტში შევიდნენ. მისი განცხადებით, გამომდინარე შეცვლილი პოლიტიკური ვითარებიდან, სააკაშვილი იძულებული გახდა ეს განცხადება გაეკეთებინა.

„მის მიერ სწორი, მასშტაბური პოლიტიკოსის სვლა იყო მისი მეორე განცხადება დოკუმენტზე. ხელისმომწერებმა თავიანთი წინდაუხედავი ნაბიჯით, ნაადრევი შეცდომით ძალიან აამღვრიეს პოლიტიკური ბრძოლის ველი, შესაბამისად, სააკაშვილი იძულებული გახდა“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინიციატივას მესამე ძალის შექმნის თაობაზე, ჩარკვიანი აცხადებს, რომ უპრინციპოდ მოქმედი ხელმომწერთა ჯგუფი მესამე ძალას ვერ შექმნის.

„მესამე ბლოკი დაერქმევა, მეცხრე თუ მე-17, ნებისმიერ მესამე ძალა იქნება იმის მიხედვით, როგორ დაინახავს ხალხი. დღევანდელი გაშიშვლებული, ნაადრევად ხელისმომწერი, საკმაოდ უპრინციპოდ მოქმედი ეს ხელისმომწერთა ჯგუფი მესამე ძალას ვერაფრით ვერ შექმნის, გამორიცხულია. მესამე ძალის შექმნა შეუძლია მას, ვინც ბოლომდე ბრძოლაში იქნება დასავლური ღირებულებების და რეფორმების მისაღწევად“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა