ირაკლი ზარქუა - მე მაქვს „ზაგარი“, მერე? ვისაც რეალურად უნდა მუშაობა, გამოჩნდა - თვითონ 6 თვე იბოდიალეს, ახლა პარლამენტში სხედან და ერთმანეთს ებრძვიან

მე არ ვისვენებ, მე „ზაგარი“ მივიღე უკვე , - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ ისვენებს და „მაისკი პრაზნიკი“ მოიწყო.

ზარქუას თქმით, კარგად ჩანს, თუ ვის უნდა საქმის კეთება, ვინაიდან, მისივე განმარტებით, ოპოზიციის წევრებმა 6 თვის განმავლობაში „იბოდიალეს“.

„მე არ ვისვენებ, მე „ზაგარი“ მივიღე უკვე. რაღაც ნაწილი მოვისმინე და საოცარი იყო, ადამიანს უნდა მუშაობა და ჩვენ არ ვამუშავებთ. ეს იაფფასიანი თემაა, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა, რადგან საზოგადოებამ იცის, ამნისტიაზე ვინც მუშაობდა - ანრი ოხანაშვილი, ირაკლი კობახიძე და ზაზა პაპუაშვილი არიან, ისინი გერმანიაში იმყოფებიან და ერთ-ერთ მთავარ სატრატეგიულ პარტნიორთან აქვთ შეხვედრები. მობრძანდეს, გუშინაც პარლამენტში ვიყავი, პენსიონრების თემაზე ვმუშაობ, მათ შორის, ეროვნულ ბანკთან, სამინისტროსთან, ხვალ შეხვედრა მაქვს ჩანიშნული ქალბატონ ტყეშელაშვილთან. ვინ დაუშალა? ასეთი იაფფასიანი ტრიუკებია. მე მაქვს „ზაგარი“, მერე? მთავარია, ვისაც რეალურად უნდა მუშაობა, გამოჩნდა. 6 თვე იბოდიალეს, სხვა ვერაფერს დავარქმევ ამას, გულზე მჯიღის დადება და რაღაც იყო, ახლა ყველანი პარლამენტში სხედან და ახლა ერთმანეთს ებრძვიან, ასე სამარცხვინო თემებია, რაც ხდება“, - განაცხადა ზარქუამ.

ის ასევე გამოეხმაურა ნიკა მელიას საკითხს და განმარტა, რომ მისთვის ეს თემა „მეათეხარისხოვანია“.

„ალალად, რომ ვთქვა, მე მაინც მგონია, რომ მელია თავისმა გუნდმა და ბელადმა გაწირა, მან იგრძნო მასში კონკურენტი, სააკაშვილს ვგულისხმობ, იმიტომ რომ მან განახლება დაიწყო, გახსოვთ, ამას რა მოჰყვა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ოდიოზური ფიგურები რომ ჰყავთ, იქ რომ აუმხედრა და ეთერებში რომ ხდებოდა ცემა-ტყეპა ერთმანეთის, თუმცა, ეს მათი შიდა საქმეა. მელიას ათქმევინეს, გირაოს არ გადავიხდი, არ მჭირდება არანაირი ამნისტიაო... მე კი არ ვიცი და მგონია, თვითონაც არის დარწმუნებული და ახლა ცდილობს სახე გადაირჩინოს და ისე გამოვიდეს. მე ვისურვებდი, გამოვიდეს და თუ რამე შესაძლებლობა აქვს, თავის გუნდთან, ახალგაზრდებთან ერთად იყოს, ოპოზიციაში გააგრძელოს მუშაობა. მგონია, რომ ის მსხვერპლი და ტყვეა თავისი ბელადის და პარტიის. თუმცა, ეს მათი არჩევანია, მე არავინ მეკითხება... ყველანაირი ბერკეტი შევქმენით, ყველანაირი შეთანხმება გავაკეთეთ, რომ მელია გარეთ გამოვიდეს, დანარჩენი, მათი არჩევანია, როგორ გადაწყვეტენ და როგორ ჩამოყალიბდებიან შიგნით“, - განაცხადა ზარქუამ.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“