ავტობანის მშენებლობაზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ავტობანის მშენებლობაზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე დასაქმებულები გაიფიცნენ. ორასზე მეტი ადამიანი ხელფასის 30%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს.

მათი თქმით, არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მათი ხელფასი მინიმალურია და დღიურად 30 ლარს იღებენ. გაფიცულების თქმით, აღნიშნულ თანხაში საკვები და ტრანსპორტირების ხარჯები შედის.

ადგილზე სამუშაოებს გზების და ხიდების ჩინური კომპანია „ჰუ ნა ნი“ ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ისინი საკითხის განსახილველად ერთკვირიან ვადას ითხოვენ და გაფიცულებს მოლაპარაკებაზე ათი ადამიანის შეყვანას სთავაზოვენ.

შეთავაზება მიუღებელია აქციის მონაწილეებისთვის და ამბობენ, რომ დაპირებების აღარ სჯერათ და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის გაგრძელებით იმუქრებიან.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო