მიხეილ სარჯველაძე - მელია იქნება თუ ნებისმიერი სხვა, უფლება აქვს, აირჩიოს, ან გაჰყვეს იმ გზას, რასაც ამნისტირება ჰქვია, ან განაგრძოს დავა და მიიღოს გამართლება და ამ თავისუფლებას ვერავინ შეუზღუდავს

პირს, ამ შემთხვევაში ნიკა მელია იქნება თუ ნებისმიერი სხვა ბრალდებული, უფლება აქვს, აირჩიოს, ან გაჰყვეს იმ გზას, რასაც ამნისტირება ჰქვია, რომელიც არ ნიშნავს არც გამართლებას და არც გამტყუნებას, ან განაგრძოს დავა და მიიღოს გამართლება და ამ თავისუფლებას ვერავინ შეუზღუდავს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც განმარტა, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის შესახებ კანონში ჩანაწერი, რომ ამნისტიის აქტი შეეხება ყველას, ვინც ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ იტყვის, შეთანხმების პირობებს ეწინააღმდეგება.

მისი თქმით, ამნისტიის შესახებ კანონში ეს ჩანაწერი არ სთხოვს ბრალდებულს, რომ გამოხატოს თანხმობა ან მოითხოვს შეწყალება, არამედ ამ შემთხვევაში მოითხოვება აქტიური უარყოფითი პოზიციის დაფიქსირება ამნისტიის გავრცელებასთან დაკავშირებით.

„ჩანაწერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უფლება აქვს პირს ამ შემთხვევაში ნიკა მელიას იქნება თუ ნებისმიერ სხვა განსასჯელს თუ ბრალდებულს, აირჩიოს, ან გაყვეს იმ გზას, რასაც ამნისტირება ჰქვია, რომელიც არ ნიშნავს არც გამართლებას და არც გამტყუნებას, მაგრამ ვინმეს შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, რომ განაგრძოს დავა და მიიღოს გამართლება და ამ თავისუფლებას ვერავინ შეუზღუდავს, არავის არასდროს შეუზღუდავს ეს. თავდაპირველად, ადრე, სისხლის სამართლის კოდექსში ამაზე კონკრეტული ჩანაწერიც არსებობდა.

კანონში ეწერა, რომ თუ წინააღმდეგი ხარ, მხოლოდ ეს თქვი, ამაზეა საუბარი. პირიქით, რომ გაკეთებულიყო და ჩვენ გვეთქვა, რომ თანახმა არის თუ არ არის თანახმა, მაინც ვრცელდება ამნისტია, აი მერე გეკითხათ, როგორ ირღვევა უფლება, იტყოდა: მე მინდა, რომ გავმართლდე და რა უფლებით მართმევთ ამ შესაძლებლობასო და ამას იტყოდა საფუძვლიანად და სამართლიანად. ასე არ შეიძლება, რომ ცალხრივად გააშუქოს ოპოზიციამ, რისი მცდელობაც აქვს, რომ საითაც არ უნდა წახვიდე გაკრიტიკოს,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება საკითხს, ვის შეეხება ამნისტიის შესახებ კანონი სარჯველაძემ განაცხადა, რომ ის არ შეიძლება იყოს პერსონიფიცირებული.

„ნახეთ რა წერია სისხლის სამართლის კოდექსში, რომ ამნისტია, განსხვავებით შეწყალებისგან, არის შეწყალების აქტი, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად არაპერსონიფიცირებული. ამიტომ, რა წამს ეს კონკრეტდება და ფოტოსურათებამდე დადის საქმე, ის არის უკანონო ამნისტია, ეს არ ვარგა.

ჩვენ რომ პირიქით შეგვეთავაზებინა და გვეთქვა, მხოლოდ ამ მუხლებზე ვრცელდება ამნისტიაო, იცით რა ამბავი ატყდებოდა ამაზე?! ოღონდ პირიქით, ვექტორი სხვაგან გადაინაცვლებდა - ახლა თქვენ გინდათ, რომ მელიას ახალი მუხლით აღუძრათ, თქვენ გინდათ, რომ სხვა პოლიტიკური ლიდერები დააპატიმროთ, - ხომ იქნებოდა ამაზე საუბარი?“- განაცხადა სარჯველაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს