თელავის მერი „სინოფარმით“ აიცრა

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "სინოფარმით“ აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

როგორც თელავის მერმა აღნიშნა, ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური გზაა კორონავირუსის დასამარცხებლად და მოსახლეობას აცრის ჩატარებისკენ მოუწოდა.

"დღესდღეობით, ერთადერთი და სწრაფი გზა, რათა შევაჩეროთ კოვიდპანდემია, არის ვაქცინაცია. მე დღეს ჩავიტარე აღნიშნული აცრა და მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, დროულად დარეგისტრირდნენ და აიცრან“, - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა